GM PHARMA ევროპაში!

GM PHARMA ევროპაში!

GM PHARMA ევროპაში!

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გავლენიან საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაშიCPHI FRANKFURT 2025 წაარმატებით მონაწილეობდა.

GM PHARMA ერთადერთი კომპანიაა საქართველოდან, რომელიც ფორუმზე საკუთარი სტენდით წარდგა. 

აღნიშნული ღონისძიება სამ ათწლეულზე მეტია იმართება და წარმოადგენს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ინოვაციების, მონაცემთა და ტექნოლოგიების გაცვლის ყველაზე დიდ პლატფორმას.

გამოფენას 2400 ექსპონენტი,  62 000 სტუმარი და 250-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი-სპიკერი სტუმრობდა მსოფლიოს თითქმის 160-ზე მეტი ქვეყნიდან.

გამოფენის ფარგლებში GM PHARMA-ს გუნდმა არაერთი წარმატებული სამუშაო შეხვედრა გამართა ამჟამინდელ და პოტენციურ პარტნიორებთან - განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სალიცენზიო შეთანხმებების (ევროკავშირის მასშტაბით რეგისტრირებული EU CTD დოსიე), ფორმულაციისა და ანალიტიკური განვითარების, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კონტრაქტული წარმოების შესაძლებლობების განვითარებაზე.

GM PHARMA-ს მთავარ ფასეულობას პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს, რაც გულისხმობს კომპანიის პრეპარატებით მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას. 

Please check the entered dataaaaa