PHARMA-მ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოს უნივერსიტეტთან მემორანდუმები გააფორმა

PHARMA-მ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოს უნივერსიტეტთან მემორანდუმები გააფორმა
 
ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რათა გაიღრმაონ ცოდნა, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და წარმატებით დაიწყონ კარიერა სფეროში, რომელიც ემსახურება ადამიანების კეთილდღეობას და უკეთეს, ჯანმრთელ მომავალს.
 
სტუდენტთა კვალიფიციური განათლების ხელშეწყობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. სწორედ ამ მიზნით GM PHARMA-მ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოს უნივერსიტეტთან მემორანდუმები გააფორმა.
 
მსგავსი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პროფესიონალი კადრების გადამზადებას და დასაქმებას არა მხოლოდ ჩვენს კომპანიაში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციისა თუ სერვისების შეთავაზებას.
 
უფრო ვრცლად უყურეთ სიუჟეტს
Please check the entered dataaaaa